16:42 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 11:17:09, 1927 ნახვა

საზოგადოება
ევროპაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოყვანის პროგრამა გაგრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროპაში მყოფი ქართელი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დაავალა, რომ ორშაბათისთვის არსებობდეს კონკრეტული განრიგი, მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, რომლის ბილეთის ფასიც მისაღები იქნება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება, რომ სასწრაფოდ, ორშაბათისთვის უნდა არსებობდეს კონკრეტული განრიგი, ჩვენი მოქალაქებიისთვის, ბილეთების მისაღები ფასებით. ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და კატასტროფული ფასები, რომლებზეც ყველას გვსმენია. ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ, რომელიც უნდა იყოს მორგებული ჩვენს ემიგრანტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს სხვადასხვა ქალაქებიდან გამოსაყვანი“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics