|
2020-07-01 21:14:08, 3836 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - მთავრობა თანმიმდევრულ და რაც მთავარია, ბიზნესთან შეთანხმებულ ანტიკრიზისულ პროგრამებს ახორციელებს
„საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ და რაც მთავარია, ბიზნესთან შეთანხმებულ ანტიკრიზისულ პროგრამებს, რომლებიც, მათ შორის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მეშვეობით ხორციელდება და შედგება როგორც ფინანსებზე წვდომის უნივერსალური, ასევე დარგობრივი პროგრამებისგან. სააგენტოს კრიზისული ბიუჯეტი 2020 წლისთვის თითქმის ნახევარი მილიარდი ლარია, რაც 10-ჯერ მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის. შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. მან დეტალურად ისაუბრა მთავრობის ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ პროგრამებზე, რომელთა განხორციელებასაც სააგენტო გაუწევს ორგანიზებას. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საკრედიტო - საგარანტიო სქემაზე, მიკროგრანტების პროგრამაზე, ასევე დეველოპმენტისა და ტურისტული სექტორის მხარდაჭერასა და სხვ. შეხვედრის ბოლოს მოწვეულმა სპიკერებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების შეკითხვებს უპასუხეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)