|
2020-07-01 14:02:49, 3172 ნახვა
ეკონომიკა
Wizz Air-ი ქუთაისის ბაზას აუქმებს, მიზეზად საქართველოს ჩაკეტილი საზღვრები სახელდება
ქუთაისში არსებული ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა, უქმდება, იქ მომუშავე ტექნიკური პერსონალი უკვე გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ მათი მომსახურება საჭირო აღარი იქნება. ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზის ტექნიკურმა თანამშრომლებმა მიაწოდეს, მათივე თქმით, 130 -მდე ტექნიკური პერსონალი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გავფრთხილებულები არიან. მთავარ მიზეზად, რის გამოც საქართველოში მოქმედ ყველაზე იაფ ავიაკომპანია, ბაზას აუქმებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ ევროკავშირთან საზღვრები არ გახსნან. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები უკვე გახსნა. 30 ივნისს ავიაკომპანია ვიზეარმა რეისების უმეტესობა 2021 წლის მაისამდე გააუქმა - 2020 წლის აგვისტოდან მხოლოდ რვა რეისზე იძებნება ბილეთები - ვარშავის, დორტმუნდის, რიგის, ვილნიუსის, ათენის, ბუდაპეშტის, ვენის და ლარნაკას მიმართულებით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)