16:42 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 11:54:42, 1992 ნახვა

საზოგადოება
სოციალური აგენტები 3 ივლისიდან გაფიცვებს აანონსებენ

სოციალური აგენტები 3 ივლისიდან გაფიცვებს აანონსებენ. მათ ჯანდაცვის სამინისტორს მოთხოვნებით უკვე მიმართეს.

ჯანდავის მინისტრის მოადგილემ მოლაპარაების პროცესში პროფკავშირებით ჩართვაზე უარი განაცხადა.

სოციალურ აგენტებს 10 მოთხოვნა აქვთ, მათ შორისაა შრომითი ანაზღაურების გაზრდის საკითხიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოალიცია „ღირსეული შრომისათვის“, ეხმაურება სოციალური აგენტების მიერ 3 ივლისს დაანონსებულ გაფიცვას, მხარდაჭერას უცხადებს და უერთდება მათ მოთხოვნებს.

კოალიცია „ღირსეული შრომისათვის“,  მოითხოვს სამინისტრომ დროულად დანიშნოს მედიატორი კოლექტიურ დავაზე, მედიაციის პროცესში ჩართოს ყველა სოციალური აგენტი და მათი პროფკავშირი და უზრუნველყოს სოციალური აგენტების მოთხოვნების დაუყოვნებელი დაკმაყოფილება.

„შევახსენებთ სამინისტროს, რომ სოციალურ აგენტთა პროფკავშირი წარმოადგენს მედიაციის მხარეს და სწორედ ამ პროფკავშირის ინიციატივით იქნა მოთხოვნილი მედიაციის პროცედურის დაწყება. აღნიშნული ფაქტი მიგვაჩნია პროფკავშირის, როგორც დასაქმებულთა გაერთიანების დისკრედიტაციისა და დასაქმებულთა მოლაპარაკების ძალის დასუსტების მცდელობად.

 ვინაიდან, სოციალური აგენტების მძიმე შრომითი პირობები და ყოფა პირველ რიგში აისახება ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული ფენის ყოველდღიურობაზე, მათი დროული და ეფექტური გადაწყვეტა მიგვაჩნია გადაუდებელ საქმედ“, - განაცხადეს კოალიციაში „ღირსეული შრომისათვის“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics