16:42 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 10:35:28, 1632 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის პანთეონში სადრენაჟე სისტემის მოწყობა დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახური მთაწმინდის რაიონში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სადრენაჟე სისტემას მოაწყობს.

პანთეონში გრუნტის წყლების არსებობის გამო, გუბეები წარმოიქმნება, რომელთა მოცულობა უხვი ნალექის დროს იზრდება და საფლავების დატბორვის საშიშროება არსებობს. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი სამუშაოების წარმოება „თბილსერვის ჯგუფს“ დაევალა.

პროექტის ფარგლებში, საფლავებსა და პანთეონის უკანა კედელს შორის სადრენაჟე სისტემა და წყლის შემკრები ჭა მოეწყობა, საიდანაც წყალი სანიაღვრე ქსელში ჩაედინება.   

აღნიშნულ სამუშაოებში სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული. სისტემის მოწყობის პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
მოსამართლე კაპანაძემ თორნიკე თოშხუა 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics