|
2020-06-30 10:32:15, 2586 ნახვა
ეკონომიკა
დავით თვალაბეიშვილი - ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირება პოზიტიურად აისახება საყოფაცხოვრებო სექტორის ენერგომომარაგებაზე
„ელექტროენერგიის ბირჟის ამოქმედება, რომელიც ენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში შეიქმნა, ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული სექტორისთვის, ასევე საბოლოო მომხმარებლებისთვის. ბაზრის დერეგულირება და ლიბერალიზაცია ერთნაირად პოზიტიურად აისახება როგორც კომერციული, ასევე საყოფაცხოვრებო სექტორის ენერგომომარაგებაზე," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა. თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. მისი თქმით, რეფორმის მიზანია ადგილობრივი ენერგორეგულაციების ევროპულთან ჰარმონიზაცია, რაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია, ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეაბილიტაციის მმართველი უჩა უჩანეიშვილი და ესკოს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) გენერალური დირექტორი ზაზა დვალიშვილი. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა „ელექტროენერგიის ბაზრის წესების პროექტზე", რომლის საჯარო განხილვაც სემეკის ორგანიზებით მიმდინარეობს. ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთა შორისაც, ძირითადად, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ, აინტერესებდათ ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოწყობის პრინციპები. ოფიციალური პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა ბიზნესის შეკითხვებს გასცეს პასუხები. აღინიშნა, რომ ელექტროენერგეტიკული დღით ადრე (საათური) ბაზრის და საბალანსო ბაზრის დანერგვის შედეგად, გაიზრდება საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ენერგეტიკული პოტენციალი, გაჩნდება მეზობელ ქვეყნებთან ბაზრის ინტეგრაციისა და ლიკვიდურობის ზრდის ახალი შესაძლებლობები, გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას ენერგეტიკის სფეროში. ელექტროენერგიის საბითუმო ორგანიზებული ბაზრები 2021 წლიდან ამოქმედდება და დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)