|
2020-06-29 17:27:09, 1506 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო
„საქართველოს ბანკი“ განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. ახალი გარემო სტუდენტებს დასვენების, კითხვის, სოციალური ინტერაქციის საშუალებას აძლევს. საქართველოს ბანკმა მეათე კორპუსის ფოიე თანამედროვე დიზაინის ავეჯით და ტექნიკით აღჭურვა. „საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს გახდის. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოს ბანკისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებისთვის ახალი, თანამედროვე სოციალური სივრცე შეგვეთავაზებინა. ვფიქრობთ, თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, ბანკის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა თსუ- საჩუქრად Zoom Education-ის ლიცენზიები გადასცა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში დიდ აუდიტორიებთან ონლაინ ლექციების და აქტივობების განხორციელების საშუალებას იძლევა.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)