12:27 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-27 13:26:17, 4193 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე აშშ-ის თავდაცვის აქტზე - დარწმუნებული ვარ, ეს ინიცირება ასახვას ვერ ჰპოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ აშშ-ის თავდაცვის აქტის შესწორების ინიცირება ასახვას ვერ ჰპოვებს.

მდინარაძის განცხადებით, ამისთვის სხვადასხვა მიზეზი არსებობს.

„დარწმუნებული ვარ, ეს ინიცირება ვერ ჰპოვებს ასახვას შესაბამის გადაწყვეტილებაში. იმიტომ სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ამ ბოლო დროს, შეიძლება იყოს ცალკეულ შემთხვევებში არასწორი ინფორმაცია, ვიღაცის სტაფერის სუბიექტური დამოკიდებულება, რომელზეც ვნახეთ თავად კონგრესმენების განმარტებები, რომ იყო სტაფერის შედგენილი და შეიძლება, უბრალოდ, საკანონმდებლო პროცედურები არ იძლეოდეს საშუალებას, რომ სწრაფ დროში მსგავსი ინიცირება ასახული იყოს გადაწყვეტილებაში. ჩვენ უკვე ორშაბათს პროცესს დავასრულებთ, ყველა პირობა შევასრულეთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებები შედის, ცვლილებები სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა წარმოადგინა. ცვლილებებში ვკითხულობთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ ქვეყანა აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. დოკუმენტში საუბარია 8 მარტის შეთანხმებაზე და იმაზე, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ზელენსკი: ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics