|
2020-06-22 14:28:00, 1407 ნახვა
საზოგადოება
ინფექციონისტების მადლობა „ზედაზენს“
ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიას“ ინფექციონისტები ესტუმრნენ. ექიმებმა დაათვალიერეს საწარმო, ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესებს და რეკომენდაციები გაუწიეს კომპანია „ზედაზენის“ თანამშრომლებს. „მიუხედავად რთული პერიოდისა, როგორც კი საშუალება მოგვეცა, ინფექციონისტების ჯგუფთან ერთად ზედაზენის წარმოებას ვეწვიეთ და მადლობა გადავუხადეთ ყურადღებისთვის, რომელსაც კომპანია გასული ოთხი თვის განმავლობაში, რეგულარულად იჩენდა ჩვენს მიმართ. თავის მხრივ, ზედაზენის თანამშრომლების კითხვებს ვუპასუხეთ კოვიდ 19-ის სეზონური ინფექციების საკითხებთან დაკავშირებით. მოგვეცა საშუალება დაგვეთვალიერებინა საწარმო. მოხიბლულები დავრჩით ნანახით. ევროპული ტქნოლოგიებით აღჭურვილი კომპანია „ზედაზენი“, სამაგალითოა და ერთგვარი ფლაგმანი ქართულ წარმოებათა შორის. მოვიხიბლეთ და ძალიან ამაყები ვართ, ასეთ წარმოებას რომ ფლობს საქართველო.“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ
„უსაფრთხოება და ბიოსტანდარტები დაცულია. მადლობა, რომ უფრთხილდებით თანამშრომლებს და უფრთხილდებით წარმოების ხარისხს. მადლობა თქვენ ამ საინტერესო დღისთვის, გისურვებთ წარმატებებს.“ - მარინა ეზუგბაია. „ჩვენთვის, კომაპანიისთვის დიდი პატივია ჩვენი დროის გმირების, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტების სტუმრობა წარმოებაში. მთავრობამ, ექიმებმა, ბიზნესმა, საზოგადოებამ, ყველამ ერთად შევძელით, რომ ასეთ რთულ დროს, ერთმანეთს გვერდით დავდგომოდით და მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რომ ვართ ძლიერები და ერთიანები. დიახ, ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ვქმნით ძლიერ სახელმწიფოს ყველა სექტორის განვითარებითა და ერთიანობით.“ - განაცხადა ქართული ლუდის კომპანიის კომერციულმა დირექტორმა შალვა ჩოჩელმა. მისივე თქმით, ის შეფასებები და რეკომენდაციები, რომლებიც პირადად მიიღო წარმოებამ ინფექციონისტებისაგან ძალზედ მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ სს „ქართული ლუდის კომპანია“ ითვალისწინებს თავის წილ პასუხისმგებლობას და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად („საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“), მაქსიმალურად იცავს სამუშაო უსაფრთხოებისა და ჰიგიენური უსაფრთხოების ყველა რეკომენდირებულ სტანდარტს.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


მისივე თქმით, ძალიან კმაყოფილი დარჩნენ იმ უსაფრთხოების ნორმებითა და სტანდარტებით, რომელსაც იცავს კომპანია.
ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)