|
2020-06-20 19:05:09, 1485 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე აქცია „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ დაიწყო
რუსთაველის გამზირზე აქცია „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ დაიწყო. აქციას მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისიდან, „გავრილოვის ღამიდან“ ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით მართავს. როგორც ცნობილია, აქციისას 20-მდე გამომსვლელი გააკეთებს განცხადებას. აქციაზე დისტანცია დაცული იქნება, აქციის მონაწილეები კი პირბადეებით იქნებიან. აქციაზე პოლიტიკოსები, კერძოდ, ოპოზიციონერი ლიდერებიც იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობაში გავრილოვი იმყოფებოდა, რამაც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გამოიწვია. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტუაცია 20 ივნისს გვიან ღამით დაიძაბა, რასაც ხელისუფლების მიერ აქციაზე მყოფების დარბევა მოყვა. აქციის მონაწილეების დარბევა 21 ივნისის დილამდე გრძელდებოდა. რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით მძიმედ დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)