|
2020-06-18 21:53:19, 1549 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ჯანჯღნარის მთაში მოიალაღეები მოინახულა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ჯანჯღნარის მთაში იმყოფებოდა. საზაფხულო იალაღზე მოსახლეობას შეხვდა, გაეცნო არსებულ ვითარებას და ადგილობრივებს გაესაუბრა. მოიალაღეებს, აჭარის მთავრობის სახელით სამთავრობო კალათები მიუტანა და ჯანმრთელობა უსურვა. მოინახულა იოსებ ცეცხლაძის ოჯახი, რომელსაც მთაში სეზონური საცხოვრებელი სახლი და პირუტყვი დაეწვა. ,,ჯანჯღნარის მთაში მოიალაღეები მოვინახულე და მათ საჭიროებებს გავეცანი. ვეწვიე იოსებ ცეცხლაძის ოჯახს, რომელსაც გუშინ, გვიან ღამით მეხის ჩამოვარდნის შედეგად სეზონური საცხოვრებელი სახლი და 6 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაეწვა. ცეცხლაძეების საცხოვრებლის გარდა მთაში კიდევ 3 ქოხი დაიწვა. საბედნიეროდ ქოხებში არავინ არ ცხოვრობდა. იოსებ ცეცხლაძის ოჯახი რჩება მთაში და აგრძელებს სეზონურად ცხოვრებას. მათ, სოციალური დახმარება გავუწიე და პირველადი მოხმარების პროდუქტები გადავეცი, სამომავლოდ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას დავპირდი.“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ. შუახევის მერთან ერთად ჯანჯღნარის მთაში საკრებულოს წევრი მირიან აბაშიძე, საფინასო სამსახურის უფროსი ანზორ ცეცხლაძე და ზამლეთის თემის რწმუნებული ივერი კაკალაძე იმყოფებოდნენ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)