|
2020-06-18 12:31:17, 1733 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ისრაელის ტურიზმის მინისტრთან იმედი გამოთქვით, რომ შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე
„კოვიდ-ინფექციაზე საუბრისას კონკრეტული ვადის დასახელება რთულია, მაგრამ იმედი გამოვთქვით, რომ ისრაელი სწრაფად გადალახავს ეპიდემიოლოგიური აფეთქების ტალღას და შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე და შევძლოთ, ისრაელიდან პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც ონლაინ შეხვედრა გამართა ისრაელის ტურიზმის მინისტრ ასაფ ზამირთან. მინისტრებმა განიხილეს ისრაელში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეაფასეს ის პერსპექტივები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით. „ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიყავით ამ გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ბოლო დროს ისრაელში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. თავად ისრაელის ხელისუფლებაც იჩენს დიდ სიფრთხილეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)