|
2020-06-17 13:50:42, 1156 ნახვა
საზოგადოება
17 ივნისი გვალვასა და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
17 ივნისი გვალვასა და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება მსოფლიოს იმ ქვეყნებში, რომლებიც გაეროს გაუდაბნოების ბრძოლის შესახებ კონვენციის მხარე ქვეყანას წარმოადგენენ. გვალვასა და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „ეკოლიდერთა სკოლის“ მონაწილეებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა. სემინარს 30-მდე ეკოლიდერთა სკოლის მონაწილე ესწრებოდა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა მიწის დეგრადაციის პრობლემებზე, მასთან ბრძოლის ღონისძიებებზე, საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა და ყურადღება გაუდაბნოების საკითხის შესახებ, როგორც მოწყვლადი რეგიონების მოსახლეობის, ისე სხვა დაინტერესებული მხარეების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. სემინარს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სოფიკო ახობაძე უძღვებოდა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის კუთხით დედოფლისწყაროს, ახმეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. ონლაინ სემინარში ასევე სამინისტროს მიწის რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი მონაწილეობდა, რომელიც წარმოადგენს გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის ეროვნულ პასუხისმგებელ პირს საქართველოში. მან ისაუბრა საერთაშორისო პროცესებზე მიწის დეგრადაციის მიმართულებით და საქართველოს როლზე საერთაშორისო გლობალურ გამოწვევებში. „ეკოლიდერთა სკოლა“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანს ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)