|
2020-06-17 11:25:48, 1354 ნახვა
საზოგადოება
სადაზღვევო კომპანია ვარკეთილის ბაზრობაზე დასაქმებულ ყველა დაზარალებულს დანაკარგს აუნაზღაურებს
სადაზღვევო კომპანიამ გამოხატა მზაობა, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე დასაქმებულ ყველა დაზარალებულს დანაკარგი აუნაზღაუროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გარდა ამისა, დაზარალებულების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება, მერიაც მზად არის ჩაერთოს ამ განხილვებში და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს ამ ადამიანებს. „ჩვენ გამოვუთქვით თანადგომა დაზარალებულ ადამიანებს. სადაზღვევო კომპანია, სადაც ამ ადამიანებს დაზღვეული ჰქონდათ ქონება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამოხატა მზაობა, რომ ყველა დაზარალებულს აუნაზღაუროს დანაკარგები. მიმდინარეობს მოკვლევა, ყველაფრის დაზუსტება და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს ყველაფერს, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. გარდა ამისა, დაზარალებულების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება, მერიაც მზად არის ჩაერთოს ამ განხილვებში და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოს ამ ადამიანებს. ამ საკითხზე საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს“, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, ვარკეთილში შერეულ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე 25 სახანძრო-სამაშველო მანქანა და ავტოცისტერნა მუშაობა. დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო რუსთავიდან და წყნეთიდან. წინასწარი ინფორმაციით, დაწულია 4 000 კვადრატის ფართობის ტერიტორია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)