11:51 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 18:36:48, 1309 ნახვა

საზოგადოება
ჩეხეთის ელჩმა საქართველოს მიერ Covid-19-ის პანდემიის შეკავების პროცესის ეფექტიანი მართვა დადებითად შეაფასა

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ Covid19 პანდემიის შეკავების პროცესის ეფექტიან მართვას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან პეტრ მიკისკასთან.

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია პანდემიის ფონზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებულ და დროულ რეაგირებას კორონავირუსის შეკავების და მართვის პროცესთან დაკავშირებით.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა ეკონომიკის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად იგეგმება ერთობლივი პროექტების განხორციელება მყარი ნარჩენების და მაჭახელაში ეკოტურიზმის განვითარების კუთხით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
ჰამბურგსა და ამსტერდამში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა პრაიდის მსვლელობებში
მოსკოვის ცენტრში, რესტორანში, საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ჩაიკოს, აფეთქება სცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics