|
2020-06-16 10:22:22, 1664 ნახვა
ეკონომიკა
ნადარეიშვილი - შიდა ტურიზმის გახსნა მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირებისთვის, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის
„15 ივნისიდან ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, როგორც კოვიდ - ისგან თავისუფალი და უსაფრთხო ქვეყნის, პოზიციონირებისთვის, ასევე ამ ინდუსტრიის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შიდა ქართლში, კურორტ ქვიშხეთში ახალი სასტუმროს „მწერლების“ ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასტუმრო „მწერლები“ შიდა ქართლში ერთ-ერთი პირველი მაღალი კატეგორიის სასტუმროა, რაც ძალიან მისასალმებელია. მისი თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მომავალშიც ხელს შეუწყობს ასეთი პროექტების განვითარებას. სასტუმრო "მწერლები" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარზე მეტია. სასტუმროში 30 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ, იგეგმება სასტუმროს გაფართოება და დამატებით 40 ნომრის დამატება. სასტუმროს გახსნაში მონაწილეობა მიიღეს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, პარლამენტარმა სიმონ ნოზაძემ და სასტუმრო „მწერლების" მფლობელი კომპანიის „ლუკექსპოჯორჯიას" დირექტორმა ლუკა სამხარაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)