|
2020-06-11 14:12:47, 2206 ნახვა
საზოგადოება
ალექსიძის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩა N1-ის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები 3 900 კვ. მ ფართობზე განხორციელდება. პროექტის მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები დამონტაჟდება. აგრეთვე, მოეწყობა ტრენაჟორები, საფეხმავლო ბილიკი, LED განათების ქსელი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდება - დაირგვება სხვადასხვა სახის ხე- მცენარეები, ჰიდროთესვის პრინციპით დაითესება ბალახი და სარწყავი სისტემა დამონტაჟდება. სამუშაოებს, რომელიც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 306 793 ლარით, კომპანია „გრინსერვის +“ ახორციელებს. ამ დროისთვის, საბურთალოს რაიონში სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია კიდევ ექვს მისამართზე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)