08:44 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 13:59:55, 1947 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტომ 40 დევნილს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა 40 იძულებით გადაადგილებულ პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოები და ტექნიკა გადასცა.

პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულმა დევნილებმა სახელობო იარაღები, რაც მათ  საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავად შეარჩიეს. 

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო, დროთა განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული იყვნენ სახელმწიფო დახმარებაზე და უკვე თავად შექმნან სამუშაო ადგილები. ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და თვითდასაქმების წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პროექტის ფარგლებში, განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მასში მონაწილეობა დევნილებთან ერთად უკვე ეკომიგრანტებსაც შეეძლებათ და კიდევ 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics