08:44 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 12:33:33, 1977 ნახვა

საზოგადოება
მარო თურმანიძეს ქველომოქმედმა ადამიანებმა სურვილი აუხდინეს

3 წლის იყო, სავარძელს მიეჯაჭვა. არასოდეს დანებებია ბედს - არაჩვეულებრივად ქსოვს, ქარგავს, კერავს. თუმცა ყველაზე უფრო შთამბეჭდავია მისი გულთბილი მიღება და ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარული - ეს მარო თურმანიძეა, რომელსაც თურქეთში მოღვაწე ქართველბმა - მერი დიასამიძემ და სოფო ბოლქვაძემ, სურვილი აუხდინეს და საჩუქრად სასურსათე კალათებთან ერთად, თანამედროვე ტიპის ტელეფონი გამოუგზავნეს.

,,წინა შეხვედრისას, როცა მერთან და მინისტრთან ტიტე აროშიძესთან ერთად, ქალბატონი მარო თავის ნამუშევრებს გვათვალიერებინებდა, იდეა გაგვიჩნდა პროდუქტის რეალიზაციისთვის ხელი რამენაირად შეგვეწყო. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ეს ძალიან მარტივად ხდება, ამიტომ ვფიქრობთ ტელეფონი და სოციალურ ქსელებში გააქტიურება ძალიან დაეხმარება. მადლობა ქალბატონ მერის და სოფოს ქველმოქმედებისთვის და მერიასთან თანამშრომლობისთვის! " - აღნიშნა მერის მოადგილე როლანდ ბერიძემ.

მარო თურმანიძე ,,შინ მოვლის" პროგრამის ბენეფიციარია. ,,ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის!მოულოდნელი იყო საჩუქარი და ემოციებში ვარ!..ნამდვილად არ მქონდა საშუალება ტელეფონის შეძენის, რომ ჩემი სურვილები ამეხდინა. მადლობა ყველას!"





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics