12:27 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 14:24:29, 2369 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამამ სასტუმროების 90 პროცენტზე მეტი მოიცვა, რომელთა ბრუნვაც 20 მლნ ლარამდე იყო

„სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაც გაფართოვდა და საქართველოში არსებული სასტუმროების 90 პროცენტზე მეტი მოიცვა, რომელთა ბრუნვაც 20 მლნ ლარამდე იყო და სესხი 2020 წლის პირველ მარტამდე ჰქონდათ აღებული. ჩვენ მათ სესხების პროცენტის დიდ ნაწილს სუბსიდირებას მოვახდენთ - ეროვნულ ვალუტაში 80 პროცენტით, უცხოურ ვალუტაში კი - 70 პროცენტით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დღეს გაავრცელებს განცხადებას, რომლის შემდეგაც სასტუმროებისგან განაცხადების მიღება განახლებული ფორმატით იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ საქართველოში მომუშავე სასტუმროების ძალიან დიდ ოდენობას დავეხმარებით, რომლებიც პროგრამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამების ფარგლებში გაცხადებული თითოეული დაპირება და ღონისძიება, იქნება ეს ბინათმშენებლობის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ან მცირე მეწარმეებისა და ტურიზმის კუთხით, არის გამყარებული კონკრეტული თანხით ბიუჯეტში და ამ პროექტების რეალიზაცია ძალიან სწრაფად დაიწყება“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
ზელენსკი: სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს მშვიდობას
ქარელში თანასოფლელი მძიმედ დაჭრა - შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics