|
2020-06-08 14:35:17, 1754 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ ოფისს საღებავები ესროლეს
გუშინ, „თბილისი პრაიდის"ოფისს საღებავები ესროლეს - ამის შესახებ ინფორმაციას, ტვიტერზე ავრცელებენ. რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, 7 ივნისს „თბილისი პრაიდის ოფისს" თავს დაესხნენ, მათ ლგბტქ წარმომადგენლების დროშას და ოფისს საღებავები ესროლეს. „დღეს, „თბილისი პრაიდის" ოფისს რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ, მოხარული ვარ, რომ პოლიცია ყოველთვის იქ არის, თუმცა ამ შემთხვევაში მათ ვერ ან არ შეაჩერეს ისინი. მუშაობა ჩვენი უფლებაა", - ნათქვამია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, გამოკითხულია რამდენიმე პირი და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)