|
2020-06-08 11:16:30, 1939 ნახვა
საზოგადოება
ვებინარები სკოლის მოსწავლეებისთვის დასრულდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან, გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით გამართა ვებინარები თემებზე:
აღნიშნულ პერიოდში, ცენტრის მიერ ორგანიზებულ ვებინარებს საერთო ჯამში დაესწრო 583 მონაწილე. სასწავლო პროცესის დასრულებასთან ერთად სკოლის მოსწავლეებისთვის ვებინარები დასრულდა. დისტანციურ ლექციებს ცენტრის თანამშრომლებთან ერთად უძღვებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოწვეული სხვადასხვა დარგის ექსპერტები. ვებინარებში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მოსწავლეს, სტუდენტს, მშობელსა და მასწავლებელს. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ცენტრი თავის ფუნქციებს დისტანციურად ახორციელებდა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით აქტიურად აგრძელებს მუშაობას არაფორმალური განათლების მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)