12:27 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-07 21:18:23, 3354 ნახვა

ეკონომიკა
სასტუმროები და დახურული ტიპის რესტორნები იხსნება

8 ივნისიდან გაიხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომეთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 27 მაისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ეს ნიშნავს, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ კონკრეტული სახის ნებართვა", - თქვა პრემიერმინისტრმა 27 მაისს, პარლამენტში გამოსვლისას. 

8 ივნისიდან ასევე გაიხსნება, დახურული ტიპის რესტორნები. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად, კვების ობიექტებმა  წინასწარი დაჯავშნის სისტემა უნდა გამოყენონ.
ამასთანავე, აუცილებელია ორ საათიანი შუალედით რესტორნების დასუფთავება.
რესტორნებში მაგიდები ერთმანეთისგან ორ მეტრიანი შუალედით უნდა იყოს დაშორებული. ხოლო მაგიდებთზე მაქსიმუმ 6 ადამიანის ყოფნაა დასაშვები. აღსანიშნავია ისიც, რომ გამონაკლისის სახით  შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
ზელენსკი: სანამ უკრაინას არ ექნება საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა, რუსეთი სერიოზულად არ განიხილავს მშვიდობას
ქარელში თანასოფლელი მძიმედ დაჭრა - შიდა ქართლის პოლიციამ 1 პირი დააკავა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics