2015-08-25 17:42:31, 633 ნახვა
საზოგადოება
ვითიბი ბანკის სპონსორობით ბათუმში სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 26 - 30 აგვისტოსს ქალაქ ბათუმში სპორტულ ტანვარჯიშში რუსუდან სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. აღნიშნული ტურნირი უკვე მეორედ იმართება. მასში მონაწილეობას იღებს 90 -მდე სპორტსმენი, 10 ქვეყნიდან. მსაჯთა კოლეგიაში წარმოდგენილი არიან ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები.
ვითიბი ბანკი 2012 წლიდან საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის გენერალური სპონსორია.
საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციაში აღნიშნავენ:
სპონსორობის გარდა, ვითიბი ბანკი აქტიურად ეხმარება ფედერაციას სხვდასხვა პროექტების განხორციელებაში და მათ შორის აღნიშნული ტურნირის ჩატარებაში. ვითიბი ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მომავალი და დღევანდელი სპორტსმენების წინსვლისთვის, სპორტული ტანვარჯიშის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის საქართველოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან