2015-08-25 11:59:09, 555 ნახვა
საზოგადოება
12 სამუშაოს მაძიებელი „აგრო ქედას“ საწარმოში დასაქმდა
დასაქმების სააგენტოს ქედის განყოფილების შუამავლობით 12 სამუშაოს მაძიებელი ,,აგრო ქედა’’ს საწარმოში დასაქმდა.
აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტო ,,აგრო ქედას’’ საწარმოს ადმინისტრაციას მადლობას უხდის თანამშრომლობისათვის.
,,აგრო ქედა" დასავლეთ საქართველოში პირველი ხილის გადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც ,,ნენას" ეტიკეტით ხილფაფებს, ჯემებს, მურაბებსა და საწებლებს აწარმოებს.
უახლოეს მომავალში ქარხანა საბავშვო კვების პროდუქტებზეც იქნება ორიენტირებული.
მსგავსი ტიპის ქარხანა საქართველოში პირველია და იგი ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიურად საიმედო პროდუქციის რეალიზაციაზე. ფერმერებს საშუალება მიეცემათ მოწეული პროდუქცია ,,აგრო ქედა’’ს საწარმოში ჩააბარონ.
ამ ეტაპისთვის ქარხანაში სულ 36 ადგილობრივია დასაქმებული. სრული დატვირთვის შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან