|
2020-06-01 13:28:09, 1215 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი მსოფლიო საზოგადოებას შეახსენებს, რომ ყველა სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესები და შეუქმნას მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და ღირსეული ცხოვრების პირობები. წელს ეს დღე მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებულ ვითარებაში აღინიშნება. ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) მსოფლიო პანდემიის პირობებში, გაიზარდა ბავშვთა სიღარიბის, მათ მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის საფრთხე. პრობლემას წარმოადგენს განათლების მიღების შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევაში ინტერნეტთან და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომის არარსებობის გამო. ამასთან, კარანტინის რეჟიმი და იზოლაცია დამატებით დამთრგუნველ ფაქტორად იქცა და უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სიღარიბეში მყოფი, სახელმწიფო ზრუნვაში და რელიგიურ სკოლა-პანსიონებში, ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვნები არსებული რისკებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ეფექტური სისტემით უნდა სარგებლობდნენ. საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას საგანგებო რეჟიმის პირობებში და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ:
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ის საფრთხეები და რისკები, რის წინაშეც იმყოფებიან არასრულწლოვნები. ბავშვთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა, პანდემიის პირობებში, დიდწილად სწორედ მშობლებისა და მზრუნველი პირების სამოქალაქო თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაცემულ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული. ახალი კორონავირუსის ბავშვებზე, განსაკუთრებით კი, ბავშვთა მოწყვლად ჯგუფებზე ზეგავლენის სამწუხარო შედეგებზე ლაპარაკობს არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელი, რომლის ნამდვილ წევრსაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)