|
2020-06-01 10:31:45, 17276 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ19-ით ინფიცირებული 11 ახალი პაციენტია მოთავსებული
„ბოჭორიშვილის კლინიკას გუშინ 11 ახალი კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტი დაემატა“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აქედან 7 საბურთალოს კლასტერიდან, ხოლო 4 ბოლნისიდანაა. მანვე დაამატა, რომ ახალი პაციენტებიდან ერთი მდგომარეობაა საყურადღებო. „ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 43 პაციენტია. აქედან 29 არის კოვიდ დადასტურებული. აქედან 18 წლამდე ასაკის არის შვიდი. გუშინ დაემატა 11 ახალი დადასტურებული პაციენტი. აქედან ოთხს დაუდასტურდა ჩვენს კლინიკაში და შვიდი გადმოვიდა დადასტურებული დიაგნოზით. შვიდია საბურთალოს კლასტერიდან და ოთხი ბოლნისიდან. ახალი პაციენტებიდან ერთი პაციენტის მდგომარეობაა საყურადღებო, იგი დატვირთული ანამნეზითაა. 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სამი ელოდება კვლევაში ჩართვა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)