04:23 - 02 Aug, 2026
|
2020-06-01 09:04:10, 18212 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში დღეიდან მოლები და ღია ბაზრობები იხსნება
საქართველოში დღეიდან სავაჭრო მოლები და ღია ბაზრობები იხსნება. აღნიშნული გადაწყევტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 27 მაისს განაცხადა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავაჭრო ობიექტებში სავალდებულოა თერმოსკრინინგი, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში სავაჭრო ცენტრები, კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 მარტს დაიხურა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)