23:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-30 17:50:10, 1702 ნახვა

ეკონომიკა
AE SOLAR GEORGIA -ს გენერალური დირექტორი - საქართველოში წარმოებულ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია აშშ-სა და ევროპაში

კომპანია AE Solar Georgia-ს გენერალური დირექტორის, დუბრიკ ფოტრაპოვის განცხადებით, კომპანია საქართველოში წარმოების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. ქუთაისის თავისუფალ ინდუსტიულ ზონაში მდებარე გერმანული ინვესტიციით შექმნილი საწარმო დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაათვალიერა, ნათია თურნავას საწარმოს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მისმა ხელმძღვანელობამ გააცნო.

დურბიკ ფოტრაპოვის განცხადებით, გერმანული კომპანიის მიერ 2018 წელს საქართველოში მზის პანელების პირველი ქარხნის გახსნა და ინვესტიციის განხორციელება მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შედეგი იყო. „საქართველო ძალიან მიმზიდველი იყო ინვესტიციების თვალსაზრისით, რადგან მთავრობა ხელს უწყობდა პირდაპირ ინვესტიციებს და სპეციალური რეგულაციები დააწესა გადასახადების, გამჭვირვალეობისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის GSP-ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან", - აღნიშნა მან.

AE Solar Georgia-ს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, პანდემიის გამო არსებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, კომპანია საქართველოში საწამოო პროცესის გაფართოებაზე მუშაობს. კერძოდ, წარმოება 500 მეგავატი სიმძლავრიდან 800 მეგავატამდე გაიზრდება, შესაბამისად, შეიქმნება აზალი სამუშაო ადგილები.

„ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მზის პანელებს ერთი წლის განმავლობაში და უახლოეს მომავალში ვაპირებთ გავაფართოვოთ ჩვენი წარმოება 500 მეგავატი სიმძლავრიდან 800 მეგავატამდე, რადგან საქართველოში წარმოებულ ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში", - განაცხადა დურბიკ ფოტრაპოვმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics