14:00 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-30 17:08:21, 1750 ნახვა

ეკონომიკა
საფრანგეთის ელჩი - ვგრძნობ, რომ საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ

„ვფიქრობ, საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იდგეს ჩვენი ქართველი პარტნიორის გვერდით ეკონომიკის აღდგენის ამ პროცესში. ვგრძნობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა, მთავრობის ადმინისტრაცია და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ", - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

საფრანგეთის ელჩი დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედ საწარმო „ატლანტიკ საქართველოს" ეწვია, რომელიც ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის „Groupe Atlantic"-ის შვილობილი კომპანიაა. დიეგო კოლასმა და ნათია თურნავამ პირადად დაათვალიერეს საწარმოში მიმდინარე სამუშაოები და მისი სამომავლო გემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 

 საფრანგეთის ელჩმა ისაუბრა საქართველოს, როგორც კარგი ეკონომიკური პარტნიორის როლის შესახებ პანდემიის გამო არსებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის პროცესში.

„გადასახადების თვალსაზრისით, ჩვენ მთავრობასთან ძალიან კარგი დიალოგი გვქონდა ისეთი კომპანიების საჭიროებების შესახებ, როგორიცაა მაგალითად, „ატლანტი საქართველო", რათა რაც შეიძლება  მალე ვიპოვოთ გახსნის გზები. კომპანიამ გამოაცხადა, რომ დაუყონებლივ ზრდის სამუშაო ადგილებს -  50 სამუშაო ადგილით, რაც  წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება. ასე რომ, ეს ძალიან კარგი პერსპექტივაა. ზოგადად ძალიან კარგი პერსპექტივებია ამ კომპანიაში. ვფიქრობთ, რომ საქართველო ჩვენთვის ძალიან კარგი პარტნიორია განვითარების გასაგრძელებლად და ბოლოდროინდელი ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად", - აღნიშნა დიეგო კოლასმა.

ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),

სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics