2020-05-29 15:48:47, 1720 ნახვა
კომენტარი
ბოკერია პრემიერს - მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პარლამენტის პატივისცემა ისწავლოთ?
მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პარლამენტის პატივისცემა ისწავლოთ?, - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას.
ბოკერიამ მოუწოდა პრემიერს, რომ პარლამენტის შეურაცხყოფისგან თავი შეიკავოს.
„დღეს დილიდან ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფისთვის, თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ, ვინ წაგახალისათ? მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის? თქვენ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენ გამცირებთ, ეგ არის თქვენი კრედო? დრო გჭირდებათ მეტი? პანკისში ხომ არ გაქვთ სპეცოპერაცია ჩატარებელი, თუ გავრილოვი უნდა შემოუშვათ ქვეყანაში? დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ?“, - განაცხადა ბოკერიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან