2015-08-24 15:55:26, 541 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ მონიკა ფეტელავას გადაუდებელი ოპერაცია დაუფინანსა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქე მონიკა ფეტელავას, გადაუდებელი ოპერაცია დაუფინანსა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სასწრაფო ოპერაცია ითვალისწინებდა ქირურგიულ ჩარევას ( წარმონაქმნის ბლოკ-ამოკვეთა), რომლის ღირებულება შეადგენდა 2500 ლარს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამედიცინო მომსახურეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის თანადაფინანსებით მოხდა.
გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჯანდაცვის კომისიამ ინდივიდუალურად იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო ერთ განაცხადზე.
გამგეობის ჯანდაცვის კომისია პროგრამის ფარგლებში გააგრძელებს მუშაობას და განაცხადების განხილვას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან