15:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 19:57:02, 1621 ნახვა

სამართალი
თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე ბრალდებული დ.ს. დამნაშავედ სცნო.

ამის შესახებ „ექსპრესნუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა.

სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის  8 სექტემბერს, დ.ს.-მ ქ.თბილისში, თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ.ს.-ს დანით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა დ.ს. 2019 წლის 8 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ  დ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics