14:47 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 17:12:09, 1215 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ,,სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო:- "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”.


მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, წელს შუახევის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიების გარეშე აღნიშნავს.

სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, თვითმმართველობის შენობაზე საქართველოს ეროვნული დროშები გამოიფინა.

კულტურის ცენტრის ეზოში შეიკრიბნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის მერი:- ,, 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოსთვის, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა. საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ის მთავარი იდეა და საყრდენი, რაზეც იდგა ქართველი ერი. ამ იდეისთვის იბრძოდნენ სამშობლოსთვის თავდადებული გმირები და მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მომავალ თაობებს დავუტოვოთ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და მჯრა, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთად ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, ერთ მუშტად შეკრულ, მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ საქართველოს!"





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics