14:19 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 11:34:47, 519 ნახვა

საზოგადოება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 91 ეკომიგრანტს ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აჭრის ა/რ მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ კარსლიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და 2015 წლის 18 მაისს საქართველოს მთავრობის N996 განკარგულებით დამტკიცებული პროექტის „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სამინისტროს მიერ 2004-2012 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლების აზომვითი საკადასტრო ნახაზების მომზადება, რომლითაც უნდა მოხდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების ახლებური წესით რეგისტრაცია (დაზუსტებული), მათი შემდგომი საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ამ პროექტის ფარგლებში 91, ხოლო საქართველოს მასშტაბით 1 200 ეკომიგრანტ    ოჯახს დაუკანონდებათ საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.

 დღესვე,  ქ.ბათუმის N 1 პოლიკლინიკის  11 სხვადასხვა პროფილის ექიმმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი და სტიქიური მოვლენების შედეგად აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან ჩასახლებული მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics