|
2020-05-23 09:32:15, 1412 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა გაუქმდა
61-დღიანი საკარანტინო მდგომარეობის შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი გაიხსნა. მოქალაქეებს მიმოსვლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე 23 მაისიდან, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ შეეძლებათ. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებმა სოფელ რაჭისუბნის შესასვლელთან ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟი უკვე განახორციელეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტი 23 მარტს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა. ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, არაერთი ღონისძიება გატარდა. აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო მდგომარება ნარჩუნდება სოფელ მუშევანსა და გეტაში, სადაც მუშაობას ეპიემიოლოგები კვლავ აქტიურად გააგრძელებენ. „2 თვის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკარანტინი მდგომარეობის პირობებში უწევდა ცხოვრება. ცენტრალური მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯების, მედიკოსებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის დამსახურებით, ჩვენ შევძელით ბოლნისის მუნიციპალიტეტში კონტროლირებადი ეპიდსიტუაცია შეგვენარჩუნებინა. ჩვენს მუნიციპალიტეტში სულ 2500-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი გაკეთდა და თერმოსკრინინგი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24-საათის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებდნენ, ამ დახმარებისთვის კი მათ დიდ მადლობას ვუხდი. ხვალიდან შესაძლებელი იქნება მოქალაქეები ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან უპრობლემოდ გადაადგილდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა რჩება სოფელ მუშევანსა და გეტაში. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს მედიკოსების მიერ დადგენილი წესების გათვალისწინება, რათა კორონავირუსმა საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობას არ შეუქმნას”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)