00:36 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 11:10:22, 1161 ნახვა

საზოგადოება
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი, - ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვირუსი არსად წასულა და ბრძოლა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.

„დღეს საქართველოში კოვიდ19-ის ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს, სტაციონარში მკურნალობას გადის ერთდროულად 224 ადამიანი.

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა ჩვენი ვალდებულებაა ქვეყანა ნელ-ნელა, რაციონალურად და ფრთხილად ცხოვრების ნორმალურად წესს დაუბრუნდეს.

სამწუხაროდ, დაზუსტებით დღეს ვერავინ ამბობს როგორი იქნება პოსტკოვიდური მსოფლიო, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას მოქალაქეების წინაშე.

როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მიმართულებით არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდატის საათი, თუმცა ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics