|
2020-05-20 22:49:30, 1413 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა და საბანკო სექტორი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ერთობლივ მუშაობას განაგრძობენ
საქართველოს მთავრობა და საბანკო სექტორი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ერთობლივ მუშაობას აგრძელებენ, - პრემიერ-მინისტრის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მხარეებმა იმსჯელეს ეკონომიკის რაც შეიძლება მოკლე ვადებში გაჯანსაღების მიზნით ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის მიზნით მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე. ყურადღება დაეთმო იმ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებას სახელმწიფო ამ სექტორისა და იქ დასაქმებული ადამიანების მხარდასაჭერად გეგმავს. მიმდინარე საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო უკანასკნელი პერიოდის ეკონომიკურ აქტივობას, რაც საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს. სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს შესაძლო დამატებითი ზომები იმ მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებმაც ეპიდემიის გამო სამსახური და შემოსავლის წყარო დაკარგეს.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)