|
2020-05-20 20:51:56, 1504 ნახვა
ეკონომიკა
უნგრეთის ელჩი - მივესალმებით უსაფრთხო დერეფნის შექმნის იდეას
„საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებს, - ამის შესახებ უნგრეთის ელჩმა ვიქტორია ჰორვატმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უსაფრთხო დერეფნის შექმნის იდეა ნამდვილად მისასალმებელია. „ჩვენ დადებითად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. ჩვენ ასევე მივესალმებით უსაფრთხო დერეფნის შექმნის იდეას. მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ მოლაპარაკებებში და ვიქნებით ერთ-ერთი პირველები იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც თქვენს მშვენიერ ქვეყანაში გამოგზავნიან ბიზნესებსა და ტურისტებს“, - განაცხადა უნგრეთის ელჩმა ვიქტორია ჰორვატმა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე, ასევე თანამშრომლობაზე ტურისტულ სფეროში უსაფრთხო სტანდარტების დანერგვისა და ორმხრივი მწვანე დერეფნის ჩამოყალიბების მიმართულებით.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)