14:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-21 18:18:58, 639 ნახვა

საზოგადოება
კახიშვილი: ომბუდსმენის რეკომენდაციების განხილვისას, მსჯავრდებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე შევთანხმდით

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა  სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც   N 5 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.  შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გაწეულ სამუშაოზე   იურიდიულმა დეპარტამენტმა პრეზენტაცია გამართა.  გამოიკვეთა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი. 
კახა კახიშვილის განცხადებით, არის რიგი თემები, რომელთა მიმართებითაც აბსოლუტურად იზიარებს სახალხო დამცველის მოსაზრებებს. 
„პუნქტობრივად განვიხილეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციები და შევთანხმდით, რომ  ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში,  გავაუმჯობესოთ მსჯავრდებულთა მდგომარეობა, როგორც უფლებრივი ისე საყოფაცხოვრებო პირობების კუთხით, “- განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.  
სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის მინისტრის ინიციატივით,  რეკომენდაციების განხილვის პროცესში  სამომავლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics