00:33 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 11:42:38, 1120 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტისხეულების 30 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს.

„აღნიშნული სწრაფი ტესტები ლიცენზირებულია ჩინეთის მთავრობის მიერ, ჩვენმა პროდუქტმა არაერთი შემოწმება გაირა და ექსპორტზე გატანის ნებართვა მიიღო. ტესტებს ძალიან მაღალი სიზუსტე აქვს. ის შეგვაქვს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიასა და ავსტრიაში. ავსტრიამ უკვე 200 000 ტესტი შეიძინა, გერმანიამ კიდევ მეტი. შტატებშიც 200 000 ათასი გავგზავნეთ, მაგრამ დიდი მოთხოვნა აქვთ და დამატებით 500 000 ტესტი შეგვიკვეთეს, რომელიც უნდა მივაწოდოთ“, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა ვაკლი ბიჯარმა.

ტესტები ექსპო ჯორჯიაში განთავსებულ, ჯანდაცვის სამინისტროს დროებით საწყობში მიიღეს და შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებზე გადანაწილდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics