15:36 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 11:25:46, 1342 ნახვა

ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში საადრეო კარტოფილის ტრანსპორტირება/რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილემ რეგიონიდან საადრეო კარტოფილის ტრანსპორტირება/რეალიზაციასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხები შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

მიმდინარე წელი კარტოფილის უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. წინასწარი საპროგნოზო მონაცემებით, ფერმერები 30 000-დან 40 000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არცერთ ფერმერს არ შეექმნება.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics