18:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 20:24:19, 1986 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში, ვიზიტორთა რაოდენობის შეზღუდვის მიზნით, სანაპიროებზე ცვლილებები იგეგმება

იტალიის ზოგიერთ, გადატვირთულ და პოპულარულ სანაპიროებზე, ქვეყანაში შექმნილი ვითარებედან გამომდინარე ვიზიტორებს რაოდენობის შეზღუდვის მიზნით, ტურისტებს შეცვლილი სანაპირო ზოლი დახვდებათ.

მოგეხსენებათ ევროპაში, ყველაზე მძიმე დარტყმა, კორონავირუსმა იტალიას მიაყენა, რის გამოც ქვეყანა სავარაუდოდ მილიარდობით ევროს დაკარგავს ტურისტების სიმცირის გამო. იტალიაში, ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დარგია, რომელზეც სტატისტიკის თანახმად, მშპ-ს 13% მოდის. 2018 წლის მონაცემებით, იტალიაში, რომელცი ევროპაში მესამე ადგილზეა ყველაზე პოპულარულ და მიმზიდველ ადგილმდებარეობებს შორის, ტურისტებმა 25,5 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს გამოსავალი იპოვოს, რათა 2020 წლის ზაფხულში ტურისტებს ქვეყანაში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალება მისცეს. მათ წარადგინეს ზოგიერთი იდეა, რომელიც დამსვენებელს მისცემს საშუალებას სოციალური დისტანცია დაიცვას სანაპიროებზე, ამ გაიდლაინებს კი თითოეული დაწესებულება წარუდგენს მათ.  სანაპიროებზე დამსვენებლებს ელექტრონულ სამაჯურების ტარება მოუწევთ, ასევე ქუდების სადაც ნომრები ეწერება და შესაძლოა სანაპიროზე განსაზღვრული დროის გასატარებლად ჯავშნის გაკეთებაც მოუწიოთ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics