23:46 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-18 11:13:42, 1256 ნახვა

საზოგადოება
სანიტარიული ჭრების ფარგლებში, პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნამდე არსებულ გზაგამყოფ კუნძულზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების  ჭრა გრძელდება.
19 მაისს, პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნამდე არსებულ გზაგამყოფ კუნძულზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 33 ძირი დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება.
სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე მავნებელი მწერია გავრცელებული.
დედაქალაქში უკვე 40 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრა. სანიტარიული ჭრები თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics