23:46 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-17 14:53:36, 1295 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამ დროისთვის, გზის ახალი საფუძველი მზადდება, რის შემდეგაც, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის თანახმად გზა 4 100 კვ. მ ფართობზე განახლდება.

კომპანია „ჯივიპის“ მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე წყლისა და წყალარინების ქსელები უკვე განახლდა. ორი ქსელი კი, კომპანიამ „სილქნეთი“ გამოცვალა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. 

„წყნეთში გზების რეაბილიტაციას განვაგრძობთ, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ აღმაშენებლის ქუჩა კაპიტალურად განახლდება. უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ახლა  მიწისზედა ფართობის მოწესრიგება მიმდინარეობს, რაც გზის საფარის აღდგენას გულისხმობს. მინდა, აქ მაცხოვრებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო, თუმცა, შედეგად, ჩვენ ხარისხიან გზას, განახლებულ წყლისა და წყალარინების ქსელებს მივიღებთ“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

აღმაშენებლის ქუჩის გზის რეაბილიტაციისთვის 242 415 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics