|
2020-05-16 11:17:18, 1462 ნახვა
საზოგადოება
ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება
საბურთალოს რაიონში, ნესტან-დარეჯანის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება სრულდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 11 864 კვ.მ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყო 556 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი და დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს შორის დამაკავშირებელი ახალი ხიდი. მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „დიდ დიღომში, მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ. ეს არის ნესტან- დარეჯანის ქუჩა, რომელიც დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს აკავშირებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიებიც მოვაწესრიგეთ და სოფელ დიღომთან ახალი დამაკავშირებელი ხიდი მოვაწყვეთ, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის დასრულებს შემდეგ, როგორც ქუჩის მცხოვრებლები, ასევე დიდი დიღმის და სოფელ დიღმის მოსახლეობაც კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას“ , - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, შპს „ლ. ენდ ლ“ აწარმოებს. აღნიშნული პროექტებისთვის კი ბიუჯეტიდან 1 005 940 ლარია გამოყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)