23:08 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 14:45:26, 1460 ნახვა

საზოგადოება
„ბილაინის“ მაღაზიები უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით 18 მაისს იხსნება

საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი, „ბილაინი“ 18  მაისიდან მაღაზიების ეტაპობრივ გახსნას იწყებს და უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მოემსახურება აბონენტებს. ბილაინის 28 მაღაზიიდან პირველ ეტაპზე 23 გაიხსნება, მარნეულის მაღაზიის გახსნა დაგეგმილია 25 მაისს, „თბილისი მოლის“ - 8 ივნისს, აეროპორტების კი - საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთანავე.

მაღაზიების ძირითადი ნაწილი იმუშავებს ყოველდღე 9:00-დან 18:00 საათამდე და მაღაზიებში დაცული იქნება COVID-19-თან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია, რომელიც  აუცილებელია უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად როგორც აბონენტებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის. ამასთანავე, ბილაინის ყველა მომსახურება და პროდუქტი რჩება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ონლაინ, აპლიკაციის, ვებგვერდის, ონლაინ ჩატისა და სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. ბილაინის სიმბარათების შეძენაც, კომპანიის მაღაზიების გარდა, შესაძლებელია ბილაინის თვითმომსახურების ტერმინალებით და საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში.

ბილაინმა COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და უსაფრთხოების მიზნით ერთ-ერთმა პირველმა დახურა მაღაზიები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში, მოგვიანებით კი - მთელ საქართველოში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics