22:24 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 19:56:21, 1469 ნახვა

საზოგადოება
ხათუნა ზახაშვილი - თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, კერძო ავტომობილებში მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრი უნდა დაიშვას

თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის განთავსება იყოს შესაძლებელი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვა ტაქსების შემთხვევაში, რაც მძღოლის გარდა ორი ადამიანის გადაადგილებას გულისხმობს, გაცილებით დიდხანს იქნება შენარჩუნებული.

„ეს რეკომენდაციათა ის სახეობაა, რომელიც გადაადგილების გარკვეულ შემცირებას უზრუნველყოფს. ეს სახეობა გამოიყენება არამარტო საქართველოში, არამედ ბევრგან და უპირველეს ყოვლისა ასოცირებულია ტაქსების გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან, რაც ნიშნავს, რომ მძღოლის გვერდით არავინ არ უნდა იჯდეს. მოხსნა ამ შეზღუდვებისა უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. თუკი ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, პირველ რიგში, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის განთავსება იყოს შესაძლებელი. თუმცა ტაქსების შემთხვევაში შეეზღუდვა, რაც მძღოლის გარდა ორი ადამიანის გადაადგილებას გულისხმობს, ისიც უკანა სავარძელზე, გაცილებით ხანგრძლივად იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics