08:59 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 13:08:55, 1264 ნახვა

კომენტარი
ნადირაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ სხვა წევრების, იყო სიცრუე და უპასუხისმგებლო

 „პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ სხვა წევრების, იყო სიცრუე და უპასუხისმგებლო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშივლმა განაცხადა.

ის „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს ბოლომდე დაიცვას 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე.

„პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ სხვა წევრების, იყო სიცრუე, იყო უპასუხისმგებლო, მან ელჩებს მოუწოდა, გაახმოვანონ მოლაპარაკების დეტალები. დიპლომატიურმა კორპუსმა, რომელიც მონაწილეობდა და ამ მოლაპარაკებებს უძღვებოდა, უკვე გამოხატა თავისი პოზიცია, როცა ოქრუაშვილს მიუსაჯეს. დიპლომატიურმა კორპუსმა, ევროკავშირის ელჩმა, ამერიკის საელჩომ გააკეთეს განცხადება, რომ ეს იყო შეთანხმების დარღვევა. შესაბამისად, მათი პოზიცია ძალიან ნათელია.

ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ ბოლომდე დაიცვას ეს შეთანხმება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics