05:39 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 07:42:31, 8565 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროპა თვითიზოლაციის შემდეგ გამოცოცხლებას იწყებს

ევროპა კორონავირუსის პანდემის და კარანტინის შემდეგ ცოცხლდება. ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთზე მიყოლებით, შეზღუდვებს ხსნიან, თუმცა ცხოვრების ჩვეულ რიტმზე გადასვლა ჯერ ადრეა. - წერს "ევრონიუსი".

იტალიაში დიდიხნის პაუზის შემდეგ გაიხსნა, კაფე-ბარები და რესტორნები. მოქალაქეებს მხოლოდ საუზმის გატანა შეუძლიათ. კაფეებს და რესტორნებს ჯერ ადგილობრივები სტუმრობენ. უახლოეს კვირეებში ტურისტებს იტალიაში არ ელიან.

მეზობელ საფრანგეთში, თვითიზოლაციის რეჟიმი 11 მაის მოიხსნება. პარიზის და სხვა დიდი ქალაქების თვითმართველობები კარანტინის მოხსნისთვის აქტიურად ემზადებიან. მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტოტალური დეზინფიცირება. სოციალური დისტანცია საფრანგეთში სეზონის ტრენდად ყალიბდება, ადრე სადაც ადამიანების ჯგუფები იყვნენ, დღეს ორგანიზებული რიგებია: მაღაზიებთან, მეტროსთან, ადამიანები მოთმინებით ელოდებიან თავიაანთ რიგს. 


ესპანეთი, იტალიასთან და საფრანგეთთან ერთად, კორონავირუსით უფრო დაზარალებული ქვეყანაა. მთავრობის ხელმძღვანელმა პედრო სანჩესმა, პარლამენტს მაისის ბოლომდე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება თხოვა. თუმცა როგორც ექიმები და ვირუსოლოგები ამბობენ, ესპანეთმა ეპიდემია უკან ჩამოიტოვა. გასულ კვირას მოქალაქეებს ქუჩაში გასვლის საშუალება მისცეს. გაიხსნა საწარმოები და მცირე ბიზნესი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics